ავტორიზაცია

პიანიჩი შესაძლოა ბარსელონაში ვადაზე ადრე დაბრუნდეს

პიანიჩი შესაძლოა ბარსელონაში ვადაზე ადრე დაბრუნდეს
თარიღი 10 დეკ 2021, 13:24

"ბეშიქთაშს" "ბარსელონას" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის იჯარის ვადამდე შეწყვეტა უნდა, წერს Sport.es.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქული კლუბის ხელმძღვანელობა ბოლო მატჩებში 31 წლის ბოსნიელის ასპარეზობით უკმაყოფილოა.

მოგეხსენებათ, პიანიჩი "ბარსელონას" საკუთრებაა და "ბეშიქთაშის" ღირსებას 2021 წლის სექტემბრიდან არენდით იცავს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა სტამბულელთა რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.