ავტორიზაცია

მარსელს ტოპ-კლუბების სასურველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა

მარსელს ტოპ-კლუბების სასურველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა
თარიღი 10 დეკ 2021, 13:28

"მარსელი" ნახევარმცველ ბუბაქარი კამარასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი 22 წლის ფრანგს 2026 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას სთავაზობს.

მოგეხსენებათ, გასულ თვეში დაიწერა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველით "ბაიერნი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში კამარამ "მარსელის" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 28 მილიონ ევროს შეადგენს.