ზუმამ სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა 3 თვე იუქმოს
"ვესტ ჰემის" ცენტრალური მცველი, კურტ ზუმა გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.
როგორც იწერება, 27 წლის ფრანგმა მუხლქვეშა მყესების დაზიანების გამო შესაძლოა დაახლოებით 3 თვე იუქმოს.
2021/22 წლების სეზონში ზუმამ ყველა ტურნირზე ერთად "ჩაქუჩების" რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.