ავტორიზაცია

ზუმამ სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა 3 თვე იუქმოს

ზუმამ სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა 3 თვე იუქმოს
თარიღი 10 დეკ 2021, 13:32

"ვესტ ჰემის" ცენტრალური მცველი, კურტ ზუმა გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

როგორც იწერება, 27 წლის ფრანგმა მუხლქვეშა მყესების დაზიანების გამო შესაძლოა დაახლოებით 3 თვე იუქმოს.

2021/22 წლების სეზონში ზუმამ ყველა ტურნირზე ერთად "ჩაქუჩების" რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.