ავტორიზაცია

აიაქსმა ოვერმარსს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

აიაქსმა ოვერმარსს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
თარიღი 10 დეკ 2021, 13:35

"აიაქსმა" კლუბის სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 48 წლის ჰოლანდიელი ზემოთაღნიშნულ თანამდებობაზე 2026 წლის ივნისის ბოლომდე დარჩება.

ცნობისთვის, ოვერმარსი "აიაქსში" 2012 წლიდან მუშაობს.

არადა, ნოემბერში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ სპეციალისტს "ნიუკასლი" ეპატიჟებოდა.