არსენალს კულუშევსკის ყიდვა უნდა და კონკრეტული თანხაც გაამზადა
"არსენალს" "იუვენტუსის" ნახევარმცველის, დეიან კულუშევსკის შეძენა უნდა.
ლონდონური კლუბი მზად არის 21 წლის შვედში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს (დამატებით 5 მლნ ბონუსების სახით), წერს La Repubblica.
თუმცა, როგორც აღინიშნება, "ბებერ ქალბატონი" 40 მილიონს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში კულუშევსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "იუვეს" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.