ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის მატჩი ბრაიტონი - ტოტენჰემი გადადებულია3

პრემიერ ლიგის მატჩი ბრაიტონი - ტოტენჰემი გადადებულია3
თარიღი 10 დეკ 2021, 14:40

პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მატჩი „ბრაიტონი“ – „ტოტენჰემი“, რომელიც 12 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გადადებულია.

ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ „ტოტენჰემმა“ მატჩის გადადების თხოვნით მათ გუნდში კორონავირუსის აფეთქების გამო მიმართა.

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ანალოგიური მიზეზით გადაიდო კონფერენც ლიგის მატჩი „ტოტენჰემი“ – „რენიც“.

პრემიერ ლიგის ცხრილში „ტოტენჰემი“ მეხუთე ადგილზე 25 ქულით იმყოფება, ლიდერი კი „მანჩესტერ სიტია“, რომელსაც 35 ქულა აქვს მოპოვებული.