ავტორიზაცია

ვან დე ბეკისთვის ბრძოლას ერთი კლუბი უკვე ჩამოშორდა

ვან დე ბეკისთვის ბრძოლას ერთი კლუბი უკვე ჩამოშორდა
თარიღი 10 დეკ 2021, 19:23

ESPN-ის ვარაუდით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველისთვის, დონი ვან დე ბეკისთვის ბრძოლას "ევერტონი" ჩამოშორდა. ნიდერლანდელი ლივერპულურ კლუბში არ გადავა.

ცნობილი ფაქტია, რომ "ევერტონმა" გასულ ზაფხულს სცადა ვან დე ბეკის გადმობირება. ამის შესახებ დონის თანამემამულემ და ნახევარმცველის ყოფილმა აგენტმა, გვიდო ალბერს ბრენდსმა ისაუბრა.

ვან დე ბეკი იყო ბრენდსის მთავარი სატრანსფერო სამიზნე, ხოლო "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა 24 წლის ნიდერლანდელის გადმოსვლას.

ახლა, როდესაც ბრენდსი გაათავისუფლეს, "ევერტონი" ყურადღებას გაამახვილებს სხვა მოთამაშეებზე და არ ეცდება ვან დე ბეკის მოზიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

ვან დე ბეკი ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელზე, რალფ რანგნიკზე, რომელმაც გასულ ოთხშაბათს გამოუშვა დონი ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "იანგ ბოიზთან".

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედმა გადახალისებული შემადგენლობით ოლდ ტრაფორდზე იანგ ბოიზს ვერ მოუგო