ავტორიზაცია

რეალმა აზარის ტრანსფერის მიმართებაში პრემიერ ლიგის კლუბის წინადადება დაბლოკა

რეალმა აზარის ტრანსფერის მიმართებაში პრემიერ ლიგის კლუბის წინადადება დაბლოკა
თარიღი 10 დეკ 2021, 19:43

მადრიდის "რეალმა" ცოტა ხნის წინ უარით გაისტუმრა "ვესტ ჰემ იუნაიტედის" 25 მილიონიანი შეთავაზება ედენ აზარის ტრანსფერის სანაცვლოდ, აცხადებს El Nacional-ი.

ფლორენტინო პერესმა ბელგიელის ტრავმის მიდრეკილების გამო მოთმინება დაკარგა და მისი გაყიდვა მოისურვა, მაგრამ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს არ მოეწონა "ვესტ ჰემის" შეთავაზება.

პერესმა არ განიხილა წინადადებები, რომელიც 50 მილიონ ევროზე დაბლა მერყეობს. შეგახსენებთ, 2019 წელს, პერესმა 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა აზართან კონტრაქტის გასაფორმებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნიუკასლი" მზად არის ნახევარმცველისთვის დიდი ფული შესათავაზებლად, მაგრამ თავად ედენს არ სურს, რომ შეუერთდეს "კაჭკაჭებს".