ავტორიზაცია

გამოსყიდვა თუ დაბრუნება? - ვალენსიამ მამარდაშვილის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო

გამოსყიდვა თუ დაბრუნება? - ვალენსიამ მამარდაშვილის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო
თარიღი 10 დეკ 2021, 21:28

ესპანური მედიის მტკიცებით, "ვალენსიას" თავისი ახალგაზრდა მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თბილისის "დინამოდან" გამოისყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

Eldesmarque-ის მტკიცებით, "ღამურების" პრეზიდენტი, ენილ მარტი კლუბის მფლობელს, პეტერ ლიმს ესაუბრა და საკუთარ აზრთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის პოზიცია გააცნო, რომელიც ქართველის შენარჩუნებას ეხებოდა.

"მურსელაგოსის" გოლკიპერის ტრანსფერის სავარაუდო თანხად 800 ათასი ევრო სახელდება. თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ 21-წლის კარის დარაჯი "ლოს ჩეს" დუბლებს შეუერთდებოდა, მაგრამ მოვლენები იმაზე უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე წარმოდგენილი იყო.

"მესტალიელთა" 28-ე ნომრის დებიუტი ლა ლიგაში 13 აგვისტოს, "ხეტაფესთან" შეხვედრაში, პირველივე ტურში შედგა. აღნიშნულ მატჩში, 20 წლის შემდეგ, მამარდა გახდა პირველი ქართველი მოთამაშე, რომელმაც პრიმერაში მატჩი სასტარტოში დაიწყო.

გიორგი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ლა ლიგაში გამოჩნდა და აგრეთვე პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა. ბორდალასის გუნდის კიპერმა პირველ 6 თამაშში ითამაშა.