ავტორიზაცია

"მიქაუტაძისა და მაზიზის დუეტი სერია ა-ს 90-იანების ლეგენდარულ ტანდემს ჰგავს", - ბელგიური გამოცემა

"მიქაუტაძისა და მაზიზის დუეტი სერია ა-ს 90-იანების ლეგენდარულ ტანდემს ჰგავს", - ბელგიური გამოცემა
თარიღი 10 დეკ 2021, 22:37

Le Soir-მა "სერენის" თავდამსხმელების დუეტი, გიორგი მიქაუტაძე-იუსეფ მაზიზი 90-იანების გენუის "სამპდორიას" ლეგენდარულ ტანდემს, რობერტო მანჩინი-ჯანლუკა ვიალის შეადარა.

"90-იანი წლების დასაწყისში სამპდორია უბრალოდ ბრწყინავდა. ეს გუნდი ყველა რგოლში შესანიშნავად იყო დაკომპლექტებული, თუმცა მთავარი მაინც მანჩინი-ვიალის დუეტი იყო.

ერთი პასებით ამარაგებდა, მეორე კი გოლს იტანდა. იტალიელი თავდამსხმელების ურთიერთგაგება მოედანზე იმდენად შესაშური იყო, რომ პრესამ მათ "გოლი ტყუპები" შეარქვა.

სერენში ასეთია მიქაუტაძე-მაზიზის დუეტი", - წერს ბელგიური გამოცემა. Le Soir-თან საუბარში ქართველი ფორვარდი ამბობს, რომ მათ არ იციან, როგორი იყო "მეზღვაურთა" დუო, მაგრამ იციან, რომ მანჩინი ახლა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

"როცა მანჩინი და ვიალი თამაშობდნენ სერია ა-ში, ჩვენ დაბადებულიც არ ვიყავით", - აცხადებს "მეცის" საკუთრებაში მყოფი შემტევი. ბელგიური გამოცემა ლიეჟელთა 9-იანისა და ფრანგის შესახებ აგრძელებს:

"მიქაუტაძესა და მაზიზს შეუძლიათ იუპილერ ლიგის "გოლის ტყუპებად" ჩამოყალიბება, რადგან ერთმანეთს თვალდახუჭული უგებენ მოედანზე". შეგახსენებთ, 11 დეკემბერს, "შავ-წითლები" "ანდერლეხტს" ეთამაშებიან.