ავტორიზაცია

მორიგი ფეხბურთელი ბარსელონას სატრანსფერო სიაში - ამჯერად იანუზაი

მორიგი ფეხბურთელი ბარსელონას სატრანსფერო სიაში - ამჯერად იანუზაი
თარიღი 11 დეკ 2021, 10:43

"ბარსელონა" დაინტერესებულია "რეალ სოსიედადის" შემტევი ნახევარმცველით, ადნან იანუზაით, რომელიც მომავალ ზაფხულს შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს.

კატალონიური კლუბი ჩაერია იანუზაისა და "სოსიედადს" შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებში. თუ ადრე ბელგიელი აპირებდა თანამშრომლობის გაგრძელებას სან-სებასტიანის კლუბთან, ახლა მას ეჭვი ეპარება, - განაცხადა ჟურნალისტმა, ლუის კანუტმა TV3-ის ონზეს გადაცემაში.

2017 წელს იანუზაი "სოსიედადს" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმების უფლება იანვარში ექნება.

მიმდინარე სეზონში იანუზაიმ "სოსიედადის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასეთია "ბარსას" მორიგი სატრანსფერო სამიზნე.