"მიქაუტაძე ანდერლეხტის მცველების საწამლავი გახდება", - ბელგიური პრესა კვლავ ქართველ ფორვარდზე წერს
"ანდერლეხტისა" და "სერენის" დაპირისპირების წინ, გამოცემა Proximus-მა გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. ბელგიურმა მედიამ ქართველი თავდამსხმელის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.
"სერენი ბელგიის თასის შეხვედრიდან 10 დღის შემდეგ, ისევ ანდერლეხტს უპირისპირდება და ამჯერად გამარჯვების იმედით, გუნდის თავდამსხმელის, მიქაუტაძის დახმარებით.
გასულ სეზონში პროქსიმუს ლიგიდან ლიეჟელთა მოულოდნელი აღზევება დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა. თავის ამჟამინდელ გუნდში შესანიშნავი თამაშის წყალობით, ქართველმა პრესეზონი მეცში გაატარა, თუმცა ძირითადში დამკვიდრება ვერ მოახერხა.
საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ბელგიაში დაბრუნდა. ის განსაკუთრებით წარმატებული იყო თასზე, ანდერლეხტთან შეხვედრაში. გაიტანა პენალტი, რითაც მეტოქის დამარცხება შესაძლებელი გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ უიქენდზე ბრიუგესთან არ გაუტანია, გიორგი ბრიუსელური გუნდისთვის დარტყმის მიყენებას აპირებს. თავისი საგოლე ალღოთი, რაც მას საჯარიმოს მელად აქცევს.
მას შეუძლია მეტოქე მცველებისთვის საწამლავი გახდეს. ბელგიური ფეხბურთის ფლანგმანის მცველებს უფლება არ აქვთ, "შავ-წითლების" თავდამსხმელს სივრცეები დაუტოვონ.
თასის თამაშმა აჩვენა, რომ მის გუნდს შეეძლო მეტოქის დამარცხება და ახლა სერენის ცხრიანზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად ისარგებლოს იმით, რისი კეთებაც უყვარს", - წერს Proximus-ი.