ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — კლუბი, რომელიც ადეიემიმ ბარსას, ბაიერნს, ლივერპულსა და ატლეტიკოს ამჯობინა

შეთანხმება მიღწეულია — კლუბი, რომელიც ადეიემიმ ბარსას, ბაიერნს, ლივერპულსა და ატლეტიკოს ამჯობინა
თარიღი 11 დეკ 2021, 15:28

"ზალცბურგის" თავდამსხმელი, კარიმ ადეიემი ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოს არის, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Bild-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ფორვარდმა "დორტმუნდში" გადაბარგებაზე თანხმობა განაცხადა და ზაფხულში 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა გერმანელისადმი ინტერესს "ბარსელონა", "ბაიერნი", "ლივერპული" და "ატლეტიკოც" იჩენდნენ, თუმცა არჩევანი ბორუსიელთა სასარგებლოდ გააკეთა.

როგორც აღინიშნება, "დორტმუნდი" მზად არის "ზალცბურგს" ადეიემის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადოს, მაგრამ ავსტრიული კლუბი 40 მილიონზე მეტს ითხოვს.

მხარეებს ამ საკითხზე შეთანხმება მოუწევთ, მაგრამ კარიმის ბორუსიელთა რიგებში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია და არანაირ ეჭვს არ იწვევს.

მიმდინარე სეზონში ადეიემიმ ყველა ტურნირზე ერთად "ზალცბურგის" რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.