ავტორიზაცია

5 ფეხბურთელი, რომელთა გაშვებასაც ბარსელონა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს

5 ფეხბურთელი, რომელთა გაშვებასაც ბარსელონა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს
თარიღი 11 დეკ 2021, 17:46

"ბარსელონა" რამდენიმე ფეხბურთელთან აპირებს განშორებას, რათა იანვარში ახალწვეულების დარეგისტრირება შეძლოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურ გრანდს სამუელ უმტიტის, ფილიპე კოუტინიოს, სერჟინიო დესტისა და ოსკარ მინგესას გაყიდვა უნდა.

აგრეთვე, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ამ ზამთარს ლუკ დე იონგის გაშვებაც სურთ, რომელიც კლუბის ღირსებას "სევილიადან" იჯარის წესით იცავს.

"ბარსამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით დანი ალვეში დაიმატა, აგრეთვე ახლოს არის "მანჩესტერ სიტისთან" ფერან ტორესის ტრანსფერზე შეთანხმებასთანაც.

გარდა ამისა, კლუბს ზამთარში კიდევ ერთი ახალწვეულის დამატების იმედი აქვს. მათ დასარეგისტრირებლად კი სახელფასო ხარჯების შემცირებაა საჭირო.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფს მიღმა დარჩენის გამო, "ბლაუგრანამ" შესაძლოა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ფრენკი დე იონგი გაასხვისოს.