ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერ სიტიმ კაცნაკლულ ვულვზს მოუგო და კვლავ პრემიერ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია

თარიღი 11 დეკ 2021, 18:45

ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტიმ" შინაურ კედლებში "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში გავიდა - რაჰიმ სტერლინგმა 66-ე წუთზე "მგლების" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ "ვულვზი" მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული თამაშობდა, რადგან პირველი ტაიმის მიწურულს რაულ ხიმენესმა ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

ამ გამარჯვების შემდეგ "სიტის" 38 ქულა დაუგროვდა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო "ვულვერჰემპტონი" 21 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.