ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი მატჩი და დრამატული ფინალი სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსიმ ლიდსს დიდ ბრძოლაში მოუგო

თარიღი 11 დეკ 2021, 21:14

პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „ჩელსიმ“ შინ „ლიდსი“ დაამარცხა.

მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

28-ე წუთზე ანგარიში რაფინიამ თერთმეტმეტრიანიდან გახსნა, 42-ზე მეისონ მაუნტმა ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა.

58-ზე ჟორჟინიომ პენალტი ზუსტად შეასრულა და „ჩელსი“ წინ გაიყვანა, 83-ზე მოედანზე ერთი წუთის გამოსულმა გელჰარდტმა კვლავ ფრე დააფიქსირა.

როცა თითქოს „ჩელსის“ ქულები უნდა დაეკარგა, 90+4 წუთზე ჟორჟინიომ კიდევ ერთი პენალტი შეასრულა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

„ჩელსიმ“ 36 ქულა დააგროვა და ლიდერებს არ ჩამორჩა - გუნდი ამჟამად მესამე ადგილზეა და „ლივერპულს“ 1, ხოლო „მან სიტის“ 2 ქულით ჩამორჩება.