ავტორიზაცია

VIDEO: არსენალმა შინ საუთჰემპტონი გაანადგურა და წაგებების ორმატჩიანი სერია შეწყვიტა

თარიღი 11 დეკ 2021, 21:59

პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „არსენალმა“ შინ „საუთჰემპტონი“ გაანადგურა.

მატჩი „ემირეითს სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ლონდონურმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 ლაკაზეტის და ოდეგორის გოლებით მოიგო.

მეორე ნახევარში თავისი გოლი გაბრიელმაც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით „არსენალმა“ 2-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.