ავტორიზაცია

VIDEO: SIUUUUU! მანჩესტერმა კრიშტიანუ რონალდუს ერთადერთი გოლის ხარჯზე მოიგო

თარიღი:  11 დეკ 2021, 23:33

პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ნორვიჩს“ მოუგო.

შეხვედრა „ქეროუ როუდზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„მანჩესტერმა“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „ნორვიჩი“ კი 10 ქულით ბოლო პოზიციაზეა.