ავტორიზაცია

დე ლაურენტისი უეფას აკრიტიკებს: "ჩეფერინი პსჟ-ს ხელშია, ECA კი ყატარელთა მძევლად იქცა"

დე ლაურენტისი უეფას აკრიტიკებს: "ჩეფერინი პსჟ-ს ხელშია, ECA კი ყატარელთა მძევლად იქცა"
თარიღი 12 დეკ 2021, 12:43

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა უეფა და მისი პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი მკაცრად გააკრიტიკა.

"ევროპა ლიგაზე ასპარეზობას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ღირსეული კომპენსაციას არ ვიღებთ. მხოლოდ სტრუქტურები მდიდრდებიან, უეფას ჩათვლით".

"ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) შევქმენით, მაგრამ ყატარელთა მძევლად იქცა, უეფას პრეზიდენტი, ჩეფერინი კი "პსჟ"-ს მფლობელთა ხელშია".

"ის აღფრთოვანებულია ყატარის სიძლიერით, მათი ძალაუფლებით, მათი ბრწყინვალებით", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Sky Sport Italia.

მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფის ჩეფერინთან ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და უეფაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას იკავებს.