"დიბალას ტრავმა? გავრისკეთ, რაც ცუდად დასრულდა", - ალეგრი გუშინდელი მატჩის შემდეგ

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის თავდამსხმელის, პაულო დიბალას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, არგენტინელი სერია ა-ს მე-17 ტურში "ვენეციასთან" (1:1) სტუმრად გამართულ მატჩში დაშავდა და მე-12 წუთზე შეცვალეს.
"დიბალას ტრავმა? გავრისკეთ და ეს ცუდად დასრულდა", - ციტირებს "ბებერი ქალბატონის" დამრიგებლის სიტყვებს Football Italia.
"ოთხშაბათს კუნთის დაზიანების გამო გახდა შესაცვლელი. იმედი გვქონდა, რომ ამჯერად უკეთესად იქნებოდა, მაგრამ პირიქით გამოვიდა", - თქვა ალეგრიმ.
მიმდინარე სეზონში დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.