ავტორიზაცია

ბრაიტონი პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველს იმატებს

ბრაიტონი პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველს იმატებს
თარიღი 12 დეკ 2021, 16:05

"ბრაიტონი" "პოგონისა" და პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველ კაცპერ კოზლოვსკით ინტერესდება, წერს The Telegraph.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგის კლუბმა 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

როგორც აღინიშნება, "ბრაიტონს" აღნიშნული ტრანსფერი დაახლოებით 5 მილიონი ფუნტი დაუჯდება + ბონუსები.

2021/22 წლების სეზონში კოზლოვსკიმ "პოგონის" რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც გააკეთა.