ავტორიზაცია

რომა ნორვიჩის მცველით ინტერესდება

რომა ნორვიჩის მცველით ინტერესდება
თარიღი 12 დეკ 2021, 16:08

"რომა" "ნორვიჩის" მცველ მაქს აარონსით ინტერესდება, იტყობინება Gazzetta dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები 21 წლის ინგლისელს რიკ კარსდორპის შემცვლელად განიხილავენ.

როგორც აღინიშნება, იტალიური კლუბისთვის ალტერნატიული ვარიანტი "ლაიფციგის" მცველი, ბენჟამენი ჰენრიქსია.

2021/22 წლების სეზონში აარონსმა "ნორვიჩის" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.