ავტორიზაცია

ლივერპული მზად არის იანვარში ფილიპსი გაყიდოს და ფასიც დაადო

ლივერპული მზად არის იანვარში ფილიპსი გაყიდოს და ფასიც დაადო
თარიღი 12 დეკ 2021, 16:20

"ლივერპული" მზადაა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მცველ ნათანიელ ფილიპსს შეელიოს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები თანახმანი არიან 24 წლის ინგლისელი 10 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაუშვან.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელით "ვესტ ჰემი" ინტერესდება, მაგრამ "ჩაქუჩებს" იჯარის ვარიანტი უფრო იზიდავთ.

2021/22 წლების სეზონში ფილიპსმა "ლივერპულის" რიგებში 4 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 7,2 მილიონს შეადგენს.