იუვენტუსი კავანის ზამთარში გადაბირების ვარიანტს განიხილავს
"იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ედინსონ კავანით ინტერესდება, იუწყება Football Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინულ კლუბს 34 წლის ურუგვაელის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ.
როგორც აღინიშნება, თავად გამოცდილი თავდამსხმელიც მზად არის მანიკუნიანელთა რიგების დასატოვებლად.
გარდა ამისა, "იუვენტუსი" "ფიორენტინას" ფორვარდ დუშან ვლაჰოვიჩსა და "სასუოლოს" შემტევ ჯანლუკა სკამაკასაც აკვირდება.
მიმდინარე სეზონში კავანიმ 8 მატჩში მიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. 21 წლის ვლაჰოვიჩის აქტივში 18 მატჩში გატანილი 17 ბურთია, ხოლო 22 წლის სკამაკამ 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.