ავტორიზაცია

დე ხეამ ისაუბრა, რა შეცვალა რანგნიკმა კონკრეტულად მის თამაშში

დე ხეამ ისაუბრა, რა შეცვალა რანგნიკმა კონკრეტულად მის თამაშში
თარიღი 12 Dec 2021, 18:17

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ დავიდ დე ხეამ, გუნდის სათამაშო სტილში არსებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

თავად ესპანელს ახლა უფრო მაღლა უწევს ყოფნა, ვიდრე სოლსკიაერის დროს და ესპანელი ახალ რეალობას ეგუება.

„რანგნიკის ხელმძღვანელობით თამაში კარგია, თავს უკეთ ვიცავთ, დღეს ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ.

მწვრთნელს უნდა, რომ მე ყოველთვის მზად ვიყო მცველების ზურგს უკან ჩაგდებული ბურთებისთვის. მას სურს, რომ მაღლა ვიმოქმედოთ, ამისთვის კი მე კონცენტრირებული უნდა ვიყო.“ - აღნიშნა დე ხეამ.

„მან.იუნაიტედი“ გოლს უკვე ზედიზედ ორი მატჩია არ უშვებს. თავად ესპანელიც საუცხოო ფეხბურთს თამაშობს და ნოემბერში გულშემატკივრებმა ის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

გუშინ, „ნორვიჩთან“ მატჩში დე ხეამ „იუნაიტედი“ ქულების დაკარგვისგან რამდენიმე დიდებული სეივით იხსნა.