ავტორიზაცია

VIDEO: მორიგი ქულები დაიკარგა - ბარსელონა ოსასუნას ორჯერ უგებდა, თუმცა გამარჯვება ვერ შეინარჩუნა

თარიღი 12 დეკ 2021, 21:09

ლა ლიგის მე-17 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ოსასუნას“ დამარცხება ვერ მოახერხა.

შეხვედრა სტადიონ „ელ სადარზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

„ბარსა“ მატჩს ორჯერ იგებდა, თუმცა ორივეჯერ პამპლონელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

მე-12 წუთზე ანგარიში გავის პასით ნიკო გონსალესმა გახსნა, თუმცა 14-ზე გარსიამ წონასწორობა აღადგინა.

49-ე წუთზე აბდე ეზალზულის გოლით „ბარსელონა“ კვლავ წინ გავიდა და დიდხანს იგებდა კიდეც, თუმცა 86-ე წუთზე ანგარიში ჩიმი ავილამ გაათანაბრა და „ბარსას“ მორიგი ქულები დააკარგვინა.

ხავის გუნდს 16 მატჩში 24 ქულა აქვს მოპოვებული და გუნდი მერვე პოზიციას იკავებს, „ოსასუნა“ კი 22 ქულით მე-10 ადგილზეა.