ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მეორე მარცხი - ერთ დროს ერთპიროვნული ლიდერი ნაპოლი ცხრილში მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა

თარიღი 12 დეკ 2021, 23:14

სერია ა-ს მე-17 ტურში „ნაპოლიმ“ შინ სენსაციურად „ემპოლისთან“ წააგო.

შეხვედრა სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე პატრიკ კუტრონემ გაიტანა და „ნაპოლის“ ზედიზედ მეორე მარცხი აგემა.

სპალეტის გუნდმა მიჯრით მესამე მატჩი ვერ მოიგო და ბოლო 5 შეხვედრაში მესამედ დამარცხდა, რის გამოც ერთ დროს ერთპიროვნულად ლიდერი გუნდი ამჟამად 36 ქულით მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდა.