VIDEO: მბაპე ყოფილ გუნდსაც არ ინდობს - პარი სენ-ჟერმენმა შინ მონაკო უპრობლემოდ დაამარცხა
ლიგა 1-ს მე-18 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „მონაკო“ აუღელვებლად დაამარცხა.
შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მე-12 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ პენალტით გახსნა, რომელიც ანხელ დი მარიამ მოიპოვა. 45-ზე კი ლეო მესიმ ცენტრში ჩაჭრა ბურთი და საჯარიმოსთან მიახლოვების შემდეგ მბაპეს დაუგორა, რომელმაც დუბლი მიითვალა.
„პსჟ-მ“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 45 ქულა დააგროვა, რის ხარჯზეც მეორეადგილოსან „მარსელს“ უკვე 13 ქულით უსწრებს, „მონაკო“ კი 26 ქულით მე-8 პოზიციაზეა.