ავტორიზაცია

"სულ ღიმილიანი სახით გეთამაშებიან", - ლევანდოვსკიმ დაასახელა ორი მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად გაუჭირდა

"სულ ღიმილიანი სახით გეთამაშებიან", - ლევანდოვსკიმ დაასახელა ორი მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად გაუჭირდა
თარიღი 13 Dec 2021, 13:14

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, დაასახელა ორი მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად გაუჭირდა.

„ჯორჯო კიელინი და სერხიო რამოსი. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. თამაშის წვრილმანები მათ კარგად იციან, სულ თავდაჯერებულები არიან და სულ ღიმილიანი სახით გეთამაშებიან.

მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის სასიამოვნოა.“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Bayern&Germany „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის კიელინი „იუვეში“ 2005 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან სერია ა-ს 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე 2005 წლიდან თამაშობდა „რეალში“ სერხიო რამოსიც, თუმცა გასულ ზაფხულს მან გუნდი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბარგდა.