მესი VS რონალდუ! ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია
ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, მერვედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
„ბენფიკა" - „რეალი"
„ვილიარეალი" - „მანჩესტერ სიტი"
„ატლეტიკო" - „ბაიერნი"
„ზალცბურგი" - „ლივერპული"
„ინტერი" - „აიაქსი"
„სპორტინგი" - „იუვენტუსი"
„პსჟ" - „მანჩესტერ იუნაიტედი"
„ჩელსი" - „ლილი"
მატჩების ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ამ დროისთვის ვიცით, რომ პირველი მატჩები 15/16/22/23 თებერვალს გაიმართება, საპასუხო კი 8/9/15/16 მარტს.