რაიოლას მორიგი კომენტარი ჰოლანდის მომავალზე: "ის 4 კლუბი მაგალითის სახით მოვიყვანე"
"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ ნორვეგიელი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, 21 წლის სუპერვარსკვლავის წარმომადგენელმა აქამდე თქვა, რომ მისი კლიენტი შეიძლება "ბაიერნში", "რეალში", "ბარსელონაში" ან "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდეს.
"მინდა ჩემი ინტერვიუ განვმარტო: ოთხი კლუბი, სადაც შესაძლოა ჰოლანდი გადავიდეს, მაგალითის სახით იყო მოყვანილი".
"როცა წავა, ევროპის ტოპ 15 კლუბიდან ერთ-ერთში გადავა. ამჟამად ერლინგი ფეხბურთზეა კონცენტრირებული. სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს".
"ამავდროულად, ვადასტურებ იმასაც, რაც უკვე ვთქვი. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ზაფხულში თავის ამჟამინდელ კლუბს დატოვებს", - წერს რაიოლა სოციალურ ქსელში.