ავტორიზაცია

გუნდები კონფერენს ლიგაზეც დაწყვილდნენ: 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

გუნდები კონფერენს ლიგაზეც დაწყვილდნენ: 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
თარიღი 13 დეკ 2021, 17:33

ცნობილი გახდა ევროპა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, 1/16 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

"მარსელი" - "ყარაბაღი"

"პსვ" - "მაკაბი"

"ფენერბაჰჩე" - "სლავია"

"მიდტიულანდი" - "პაოკი"

"ლესტერი" - "რანდერსი"

"სელტიკი" - "ბოდო გლიმტი"

"სპარტა" - "პარტიზანი"

"რაპიდი" - "ტოტენჰემი" / "ვიტესი"

კენჭისყრაზე მონაწილეობას 16 გუნდი იღებს: კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 მეორეადგილოსანი და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 მესამეადგილოსანი.

საფლეიოფო მატჩების გამარჯვებულები 1/8 ფინალში კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.

მარცხნივ მითითებული გუნდები პირველ მატჩებს შინაურ კედლებში ჩაატარებენ. პირველი შეხვედრები 2022 წლის 17 თებერვალს გაიმართება, საპასუხოები კი - 24 თებერვალს.

"რაპიდის" მეტოქე უეფას გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ტოტენჰემსა" და "რენს" შორის არშემდგარი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ხელახლა ჩატარდება