ავტორიზაცია

რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის ხელახლა ჩატარების წინააღმდეგია

რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის ხელახლა ჩატარების წინააღმდეგია
თარიღი 13 დეკ 2021, 18:07

"რეალი", რომელსაც "ბენფიკა" ხვდა წილად, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის ხელახლა ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგია.

პირველი წილისყრის შედეგები პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული შეცდომების გამო გაუქმდა.

"სამეფო კლუბისთვის" კენჭისყრის სრულად გამეორება მიუღებელია.

"მადრიდულ გრანდში ფიქრობენ, რომ ეს ისეთივე გაყალბება იქნება, როგორც პირველ შემთხვევაში დაშვებული უხეში შეცდომები", - თქვა La Sexta-ს ჟურნალისტმა, ხოსე ლუის სანჩესმა El Chiringuito de Jugones-თან ეთერში.

"რეალის" აზრით, მისი და "ბენფიკას" წყვილთან მიმართებაში ყველაფერი რიგზეა, რადგან შეცდომები მოგვიანებით დაიწყო".

"კლუბი დარწმუნებულია, რომ განმეორებითი წილისყრა ამ წყვილის მონაწილეობის გარეშე უნდა ჩატარდეს", - თქვა El Chiringuito de Jugones-ის ჟურნალისტმა, ხოსეპ პედრეროლმა.

მოგეხსენებათ, ხელახალი კენჭისყრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.