"გასაკვირი და სამწუხაროა", - რეალის დირექტორი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის ხელახლა ჩატარებაზე
"რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის ხელახლა ჩატარების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
პირველი წილისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც მადრიდული გრანდი "ბენფიკას" უნდა შეხვედროდა, პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემებით გამოწვეული შეცდომების გამო გაუქმდა.
მოგეხსენებათ, ხელახალი კენჭისყრის შედეგად, მერვედფინალში "რეალის" მეტოქე "პარი სენ ჟერმენი" იქნება.
"გასაკვირი და სამწუხარო იყო. ამის გაგება ძალიან რთულია. გასათვალისწინებელია კენჭისყრის მოლოდინში მყოფი მილიონობით გულშემატკივარი, აგრეთვე მთელი სპორტული სამყარო".
"ენთუზიაზმით ველით "პსჟ"-სთან შეხვედრას, გვესმის, თუ რას ნიშნავს ეს ტურნირი ჩვენი კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის".
"მეტოქის სიძლიერეს და მათი ფეხბურთელების დონეს ვაცნობიერებთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ორ შესანიშნავ მატჩს ჩავატარებთ. მეოთხედფინალში გასვლის იმედი გვაქვს", - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს Marca.