ავტორიზაცია

რანგნიკი: "თუ მარსიალს წასვლა უნდა, ამის შესახებ მე უნდა მაცნობოს ან კლუბის ხელმძღვანელობას"

რანგნიკი: "თუ მარსიალს წასვლა უნდა, ამის შესახებ მე უნდა მაცნობოს ან კლუბის ხელმძღვანელობას"
თარიღი 14 Dec 2021, 13:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი თავდამსხმელ ანტონი მარსიალის გარშემო არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა.

როგორც აქამდე ფრანგის აგენტმა, ფილიპე ლამბოლიმ თქვა, მის კლიენტს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლა სურს.

"აგენტებს პრესის ან მედიის მეშვეობით არ ვეკონტაქტები. ფეხბურთელი შექმნილ ვითარებაზე არც მე დამკავშირებია და არც კლუბს. ფეხბურთელის სიტყვებზე უნდა ვახდენდე რეაგირებას და არა აგენტის".

"თუ ნამდვილად სურს წასვლა, მაშინ ამის შესახებ მე ან თავად ხელმძღვანელობას უნდა შეატყობინოს", - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს Daily Mail.

მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, "ეშმაკუნებს" იგი "მონაკოდან" 60 მილიონ ევროდ შეუერთდა. "ეშმაკუნებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.