ავტორიზაცია

არსენალმა დაადასტურა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგს გუნდის კაპიტნობა ჩამოერთვა

არსენალმა დაადასტურა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგს გუნდის კაპიტნობა ჩამოერთვა
თარიღი 14 დეკ 2021, 17:34

„არსენალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, გუნდის კაპიტანი აღარ იქნება.

ასეთი გადაწყვეტილება კლუბმა ფეხბურთელის მიერ სისტემატური დისციპლინარული დარღვევების გამო მიიღო.

„წინა კვირაში ჩადენილი დისციპლინარული დარღვევის შემდეგ, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩვენი გუნდის კაპიტანი აღარ იქნება და „ვესტ ჰემთან“ პრემიერ ლიგის უახლოეს მატჩზეც არ დაიშვება.

ჩვენ ველოდებით, რომ ყველა ჩვენი ფეხბურთელი და მითუმეტეს კაპიტანი, იმ წესების და სტანდარტების მიხედვით მოიქცევა, რომელიც ჩვენ დავაწესეთ და შევათანმეთ.

„არსენალი“ ხვალინდელ მატჩზე 100%-ით არის კონცენტრირებული.“ - ნათქვამია „მეთოფეების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კლუბი არ ადასტურებს, კონკრეტულად რა სახის დარღვევაზეა საუბარი, თუმცა როგორც პრესამ დაადგინა, გაბონელი მუდმივად ვარჯიშებზე აგვიანებდა, ბაზაზე თვითნებურად არ ცხადდებოდა და სხვა სახის დარღვევებიც ჰქონდა.