ბარსელონამ ზამთრისთვის შეტევის გაძლიერების პრიორიტეტი დაისახა
„ბარსელოანს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის გაძლიერება სურს.
Diario Sport-ის ინფორმაცით, კატალონიელთათვის პრიორიტეტული „მან იუნაიტედის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანია.
ტრანფერის განხორციელებამდე, „ბარსელონას“ ურუგვაელი ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციების შეფასება სურს. თუ ლურჯ-ბროწეულისფერები გადაწყვეტენ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა, მაშინ მის შესაძენად შეთავაზებას გააკეთებენ.
გარდა ამისა, კატალონიურ კლუბს ვინგერის პოზიციის გაძლიერებაც სურს და „ბარსასთვის“ ამ პოზიციაზე პრიორიტეტული „მან სიტის“ შემტევი ფერან ტორესია.
ამ სეზონში კავანიმ 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.