კროოსი: "ხუთი შესაძლოდან ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა"
მადრიდის „რელაის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პსჟ-სთან" შეხვედრაზე ისაუბრა.
თავდაპირველი კენჭისყრის შედეგად „რეალს" მეტოქედ „ბენფიკა" ერგო, თუმცა დაშვებული შეცდომის გამო ის ახლიდან ჩატარდა და ამჯერად „რეალს" „პსჟ" შეახვედრეს.
"მოგესალმებით. იმედია კარგად ხართ. ვიმედოვნებ, რომ არანაირი სურპრიზი აღარ იქნება და ჩემი კომენტარი დროული იქნება.
ვფიქრობ, ხუთი შესაძლოდან ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენ მადრიდის რეალი ვართ და ფეხბურთს ასეთი მატჩებისთვის ვთამაშობთ.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ეს კენჭისყრა დავივიწყოთ, რადგან ამჟამად ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე შობამდე დარჩენილი ორივე მატჩის მოგებაზე ფიქრია, რათა უფრო მივუახლოვდეთ ჩვენს მიზანს, ანუ ლა ლიგის ტიტულს. ჩემპიონთა ლიგა კი შემდეგ, როცა დრო მოვა." - აღნიშნა კროოსმა.