ავტორიზაცია

ხავი: "კენჭისყრაში არ გაგვიმართლა, ჩემპიონთა ლიგის დონის მეტოქე შეგვხვდა"

ხავი: "კენჭისყრაში არ გაგვიმართლა, ჩემპიონთა ლიგის დონის მეტოქე შეგვხვდა"
თარიღი 14 დეკ 2021, 20:00

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ისაუბრა.

1/16-ფინალში კატალონიური გუნდი იტალიურ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

„არ გაგვიმართლა. ეს მატჩი მარადონასთვის კიდევ ერთი პატივის მიგება იქნება. უმაღლეს დონეზე მოგვიწევს თამაში, რადგან „ნაპოლი“ - ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია.

ამ მატჩამდე კიდევ ორი თვეა და იმედია, იმდროისთვის უკეთ მდგომარეობაში ვიქნებით, ვიდრე ახლა. ვმუშაობთ იმისთვის, რომ „ბარსა“ დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას.

თუმცა, ახლა ჩვენი რეალობა ასეთია. შევეცდებით ევროპა ლიგა მოვიგოთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ.“ - აღნიშნა ხავიმ.

ამჟამად „ბარსელონა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს 24 ქულით და ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩება.