ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის მცველს კარდიომონიტორი დაუმონტაჟეს და შემოწმებებს უტარებენ

მანჩესტერ იუნაიტედის მცველს კარდიომონიტორი დაუმონტაჟეს და შემოწმებებს უტარებენ
თარიღი 14 დეკ 2021, 20:03

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველს, ვიქტორ ლინდელოფს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

„ნორვიჩთან“ მატჩის (1:0) მსვლელობისას, 27 წლის მცველი შეცვალეს იმის გამო, რომ სუნთქვა უჭირდა.

„ამჟამად ვიქტორს პროფილაქტიკური გამოკვლევები უტარდება. ის გამოკეთდა „ნორვიჩთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტისგან.

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ამას კლუბში მომხდარ კორონავირუსის აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.“ - წერია „ემიუს“ ოფიციალური განცხადებაში.

ლინდელოფის მეუღლის, მაია ნილსონის თქმით კი, ფეხბურთელს კარდიომონიტორი დაუმონტაჟეს. დღეს მას სათამაშო პრაქტიკები უნდა გაევლო, რომლის დროსაც ექიმები მომხდარის შესახებ დასკვნას გამოიტანდნენ.

„მანჩესტერ იუნაიტედმა" „ნორვიჩი" 1:0 დაამარცხა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა რალფ რანგნიკის დანიშვნის შემდეგ, პირველ მატჩში გუნდმა ანალოგიური ანგარიშით „კრისტალ პალასს" მოუგო.