ავტორიზაცია

ამ სეზონის დიდი სურპრიზი და მოულოდნელობა - კარლო ანჩელოტი! რა შეცვალა იტალიელმა რეალში რეალურად?

ამ სეზონის დიდი სურპრიზი და მოულოდნელობა - კარლო ანჩელოტი! რა შეცვალა იტალიელმა რეალში რეალურად?
თარიღი 14 Dec 2021, 20:16

იტალიელი მწვრთნელის ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნება ყველასთვის მოულოდნელი იყო, თავად მისთვისაც კი. თუმცა, ეს თავად ანჩელოტის სურვილი იყო და ის ასრულდა კიდეც.

იმ მომენტში, როცა მან „მადრიდი“ კვლავ ჩაიბარა, გუნდი სერხიო რამოსმა დატოვა, ხოლო ერთადერთი სატრანსფერო სამიზნე - კილიან მბაპე, გუნდში ვერ გადმოვიდა. თუმცა, ანჩელოტიმ ხელები მაინც არ ჩამოყარა.

Betrug!“ Real Madrid wütet über Champions-League-Auslosung - Hamburger  Abendblatt

საბოლოოდ, სიტუაცია ახლა ისე ვითარდება, რომ ისინი, ვინც „რეალს“ ამ სეზონში სრულ კრახს უწინასწარმეტყველებდა, აშკარად შეცდა: „თეთრები“ ლა ლიგაში დამაჯერებლად ლიდერობენ და ლიგის პლეი-ოფშიც პირველი ადგილიდან გავიდნენ. რაშია იტალიელი მწვრთნელის წარმატება?

დაბრუნების შემდეგ, ანჩელოტიმ შეგირდებს შეატყობინა, რომ ყველაზე ამყარებს იმედებს. იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, გუნდზე დაკვირვებას არ წყვეტდა, პრეზიდენტ პერესთან და გენდირექტორ ხოსე ანჩელ სანჩესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფსონს ამჟამინდელ შემადგენლობაზე აკეთებს და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ვინისიუსს. სწორედ ანჩელოტიმ სთხოვა ხელმძღვანელობას, რომ ბრაზილიელის მომავალი საერთოდ განხილვის საგანიც კი არ იყოს.

ვინისიუსი ლა ლიგის პირველ ტურებში სასტარტოს უცვლელი წევრი არ ყოფილა, მაგრამ მას სულ რაღაც ორი მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა, რომ სწორედ ის უნდა იყოს „რეალის“ ძირითადი ფეხბურთელი შეტევის მარცხენა ფლანგზე. რა გააკეთა ანჩელოტიმ ვინისთვის ასე განსაკუთრებული? მას უფრო მეტი ნდობა და თავდაჯერება მისცა. იგივე მოხდა როდრიგოს, ასენსიოს, იოვიჩის და მარიანოს შემთხვევებშიც კი.

Milan, ostacolo Real: Ancelotti vuole l'attaccante!

მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა სათითაოდ ყველა ფეხბურთელთან ჩაატარა შეხვედრა და თავის გამოჩენის შანსს დაპირდა. და თუ იოვიჩმა და მარიანომ (ბევრის გასაკვირად) საკუთარი შანსის გამოყენება მოახერხეს, როცა ამისი დრო მოვიდა, მაშინ ბეილმა, აზარმა და ისკომ საკუთარი შესაძლებლობა გაანიავეს.

ანჩელოტიმ ყველა თავის შეგირდს მისცა შანსი. დიახ, ის შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ამის დამსახურებით მან გაიგო, თუ რომელი ფეხბურთელი უფრო სასარგებლო იქნება გუნდისთვის. თავისივე შეცდომების ხარჯზე, მან გუნდის ერთ-ერთ მთავარ ვეტერანებს მარტივად გააგებინა, რომ მათი დრო კლუბში დასრულებულია და ზაფხულში ისინი წავლენ (ისკო, მარსელო, ბეილი). სწორედ ამაში, კლუბის ხელმძღვანელობა 62 წლის იტალიელის მადლიერია.

იტალიელს „შერიფთან“ წაგების შემდეგ თავს კრიტიკა დაატყდა, რომელმაც სიტუაცია დაძაბა, მაგრამ „მადრიდისთვის“ გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. ანჩელოტიმ ოპტიმალური შემადგენლობა მოიძია და ამან შედეგი გამოიღო.

მწყობრში კარვახალის და მენდის დაბრუნებამ იტალიელ მწვრთნელს მისცა საშუალება, ექსპერიმენტები გვერდით გადაედო და შემადგენლობა დაებალანსებინა. კურტუა - ძირითადი და ხელშეუხებელი მეკარეა, მარჯვენა ფლანგს კარვახალი და მისი შემცვლელი ლუკასი იყოფენ, მენდი კი მარცხნიდან არ აძლევს შანსს კონკურენტებს. რაც შეეხება დაცვის ცენტრს, იქ ჩამოყალიბდა შესანიშნავი წყვილი მილიტაო - ალაბა, რომელთაც კარგი შემცვლელი ჰყავთ ნაჩოს სახით.

ბევრი აკრიტიკებს ანჩელოტის იმის გამო, რომ ის მოდრიჩი - კაზემირო - კროოსის ტრიოს არ ასვენებს, რომლებმაც 17, 21 და 14 მატჩი ჩაატარეს თანმიმდევრულობით. თუმცა, მთავარ მწვრთნელს ამისი ახსნა მარტივად შეუძლია: ახალგაზრდა კამავინგა მადრიდში ჯერ მხოლოდ ადაპტაციას გადის, ვალვერდემ კი ტრავმა ახლახანს მოირჩინა. გარდა ამისა, რომ შევხედოთ სხვა გუნდებს, იქაც ლიდერები უდიდეს დროს ატარებენ მოედანზე: მიულერმა 23 მატჩი ჩაატარა, ბუსკეტსმა და ხორდანმა - 21, კოკემ 18, გუნდოგანმა და ფაბინიომ კი - 17-17.