ავტორიზაცია

"თუ ჩემს შეძენას მოინდომებს, მაშინ მას ავირჩევ", - ონანამ დაასახელა კლუბი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს

"თუ ჩემს შეძენას მოინდომებს, მაშინ მას ავირჩევ", - ონანამ დაასახელა კლუბი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს
თარიღი 15 დეკ 2021, 12:25

"აიაქსის" გოლკიპერმა, ანდრე ონანამ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, სადაც 2015 წლამდე ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა.

25 წლის კამერუნელს ამსტერდამელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

"რამდენიმე ვარიანტია, მაგრამ არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია. მინდა ვნახო, რომელი პროექტი იქნება უკეთესი, სპორტული პერსპექტივების შეფასებაა საჭირო".

"ბარსელონა" კვლავ მსოფლიოს ტოპ კლუბებს შორისაა. თითოეულ მატჩში მსურს თამაში და აი, რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სპორტული მხარე".

– წერდნენ, რომ "ინტერს" შეუთანხმდით

"ბევრ რაღაცას წერენ. "არსენალზე", "ბარსაზე", რა თქმა უნდა. მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის".

– მოგმართათ "ბარსელონამ" ტრანსფერის თაობაზე?

"ბარსასთან" კავშირს ვინარჩუნებ. კლუბის წევრებთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. იქ არის ჩემი სახლი, მუდმივად ვკონტაქტობთ".

– ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსაში" დაბრუნება პრიორიტეტია?

"ცხადია, ჩემი სახლია, იქ გავიზარდე. თუ "ბარსა" ამას მოინდომებს, მაშინ მას ავირჩევ", - ციტირებს ონანას სიტყვებს Diario Sport-ი.