ავტორიზაცია

"რონალდუს გარეშე მანჩესტერი ჯგუფში ჩარჩებოდა" - დემირალი

"რონალდუს გარეშე მანჩესტერი ჯგუფში ჩარჩებოდა" - დემირალი
თარიღი 17 დეკ 2021, 00:21

ატალანტას თურქი მცველი მერიჰ დემირალი 36 წლის ასაკში მყოფი კრიშტიანუ რონალდუს ფორმით გაოცებულია.

"რონალდუსთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ის იუვენტუსში ყოველთვის მეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გუნდებში ვართ, ხშირად ვწერთ ერთმანეთს. ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუ იმ საუკეთესო ადამიანთა შორისაა, ვისაც ვიცნობ.

მარტივად ვიტყვი: ჯობია რონალდუ შენთან ერთად თამაშობდეს, ვიდრე შენს წინააღმდეგ, რადგან სხვა შემთხვევაში გაგამწარებს. ნახეთ, რა გააკეთა მან ამ ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე. მის გარეშე მანჩესტერ იუნაიტედი ჯგუფში ჩარჩებოდა" - განაცხადა დემირალმა.

მერიჰ დემირალი და კრიშტიანუ რონალდო 2020-21 წლების სეზონში იუვენტუსში თანაგუნდელები იყვნენ.