ლიგა 1-ში ფეხბურთელთა გადაფასებები ჩატარდა - ლეო მესი და ნეიმარი გაიაფდნენ
ცნობილი გახდა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის წინ, ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის რედაქციამ ფრანგული ლიგა 1-ს სრული გადაფასება ჩაატარა, სადაც ახალი მაჩვენებლები მიიღო 548 მოთამაშემ.
ყველაზე საგრძნობლად - თითქმის 25 პროცენტით გაიაფდა „პსჟ-ს“ ვარსკვლავი ლეო მესი. პარიზში გატარებული ნახევარი წლის შემდეგ, არგენტინელმა გუნდში საბოლოო ადაპტაცია ვერ გაიარა და ჯერ ბოლომდე ვერც თავის ახალ როლს მიეჩვია. ფრანგულ მინდვრებზე უსახურმა თამაშმა, უკვე საპატიო ასაკთნ ერთად თავისი საქმე გააკეთეს და ოქროს ბურთის 7-გზის გამარჯვებული 80-დან 60 მილიონ ევრომდე გაიაფდა.
პარიზელთა კიდევ ერთი ვარსკვლავი, ნეიმარი 10%-ით გაიაფდა და 100 მილიონის ნაცვლად ახლა 90 მილიონი ევრო ღირს.
„ყოველი სეზონით „პსჟ-ს“ ვარსკვლავური შენაძენი უფრო და უფრო ნაკლებად შედეგიან და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რასაც წინ უამრავი ტრავმა უძღვის. ნეიმარი ვეღარ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რასაც საფრანგეთში გადმოსვლის დროს აჩვენებდა და ახლა, ის თანაგუნდელების - კილიან მბაპეს და ლეო მესის ჩრდილში მოექცა.“ - აღნიშნავენ პორტალის ანალიტიკოსები.