კოპა დელ რეის 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრა — რეალისა და ბარსელონას მეტოქეები ცნობილია
დღეს ესპანეთის სამეფო თასის (კოპა დელ რეი) 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გუნდები დაწყვილდნენ.
ასე და ამგვარად, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კატალონიის "ბარსელონა" "ლინარესს" დაუპირისპირდება, ხოლო მადრიდის "რეალი" - "ალკოიანოს".
კოპა დელ რეის 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრის სრული შედეგები:
"ატლეტიკო მანჩა რეალი" - "ბილბაო"
"რაიო მაჰადაონდა" - "ატლეტიკო"
"ალკოიანო" - "რეალი"
"ლინარესი" - "ბარსელონა"
"ატლეტიკო ბალეარესი" - "სელტა"
"ვალიადოლიდი" - "ბეტისი"
"ალმერია" - "ელჩე"
"მირანდესი" - "რაიო ვალეკანო"
"კარტახენა" - "ვალენსია"
"სპორტინგ ხიხონი" - "ვილიარეალი"
"ეიბარი" - "მალიორკა"
"ფუენლაბრადა" - "კადისი"
"ლეგანესი" - "სოსიედადი"
"ჟირონა" - "ოსასუნა"
"სარაგოსა" - "სევილია"
"პონფერადინა" - "ესპანიოლი"
ესპანეთის თასის პირველი 1/16 ფინალური მატჩები 15 იანვარს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 2 თებერვალს.