ავტორიზაცია

ევერტონი კიევის დინამოს მცველით ინტერესდება

ევერტონი კიევის დინამოს მცველით ინტერესდება
თარიღი 17 დეკ 2021, 19:05

კიევის "დინამოს" მცველი, ვიტალი მიკოლენკო "ევერტონის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული, წერს Zorya Londonsk.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდა "კანფეტებისა", 22 წლის ფეხბურთელს ერთ-ერთი იტალიური კლუბიც ეპატიჟება, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება.

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები ჯერ ახალი დაწყებულია და მისი ბედი ლივერპულელთა მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესისა და მარცხენა მცველის, ლუკა დინის მომავალზე იქნება დამოკიდებული, ამ უკანასკნელ ესპანელ სპეციალისტთან კონფლიქტი აქვს.

მიკოლენკომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "დინამოს" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი პასი გააკეთა.