ავტორიზაცია

ვესტ ჰემი შესაძლოა ნიუ იორკ სიტის თავდამსხმელით გაძლიერდეს

ვესტ ჰემი შესაძლოა ნიუ იორკ სიტის თავდამსხმელით გაძლიერდეს
თარიღი 17 დეკ 2021, 19:11

"ვესტ ჰემი" "ნიუ იორკ სიტის" თავდამსხმელ ვალენტინ კასტელანოსით ინტერესდება, იტყობინება Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" 23 წლის არგენტინელის შეძენის შესაძლებლობას განიხილავენ.

როგორც აღინიშნება, ამერიკული კლუბი თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

მიმდინარე სეზონში კასტელანოსმა "ნიუ იორკ სიტის" რიგებში 36 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასიც გააკეთა.