ავტორიზაცია

ბეტისი მზად არის ფეკირს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივოს

ბეტისი მზად არის ფეკირს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივოს
თარიღი 17 დეკ 2021, 19:19

"ბეტისი" შემტევ ნახევარმცველ ნაბილ ფეკირთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის, წერს Goal.

გავრცელებული ცნობით, ფრანგი ანდალუსიურ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 28 წლის ფეხბურთელს 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეკირი "ბეტისის" ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც გააკეთა.