ავტორიზაცია

სპინაცოლა მოედანს ზამთრის პაუზის შემდეგ დაუბრუნდება

სპინაცოლა მოედანს ზამთრის პაუზის შემდეგ დაუბრუნდება
თარიღი 17 დეკ 2021, 19:23

"რომას" მცველი, ლეონარდო სპინაცოლა მოედანს ზამთრის პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.

შეგახსენებთ, 28 წლის უკანახაზელმა გასულ ზაფხულს გამართულ ევრო 2020-ზე აქილევსის მყესის სერიოზული ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება მოუწია.

სპინაცოლა ბელგიასთან გამართული 1/4 ფინალური მატჩის მე-80 წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ფინეთში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.